ჟენევის კონვენცია

ჟენევის კონვენცია
1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის კონვენცია ბრძოლის ველზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილ მებრძოლთა პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნული კონვენცია ითვალისწნებს ომის მსხვერპლთა და დაჭრილი მებრძოლების დაცვის წესებს, და ასევე აყალიბებს სამედიცინო პერსონალის, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობის სისტემას დღესდღეობით უკვე კარგად ცნობილი წითელი ჯვრის ემბლემის მეშვეობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1929 წლის ჟენევის კონვენციამ, რომელიც ეხებოდა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას, ჩამოაყალიბა ამგვარი ტყვეების დაცვის ზოგიერთი პრინციპი. თუმცა აღნიშნული დებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე მსოფლიო ომის დროს. დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეებს შორის თანაბარი იყო. 1949 წლის ჟენევის კონვენცია წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კოდექსის ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა გამხდარიყო გარანტია იმისა, რომ ამგვარი უბედურება არასდროს განმეორდებოდა. არსებობს ჟენევის ოთხი კონვენცია, რომლებსაც შემდგომში დაემატა ორი ოქმი. კონვენციები ეხება ხმელეთზე და ზღვაზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ომის დროს. დამატებითი ოქმების მიზანს კი წარმოადგენს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება. ეს ყველაფერი წარმოადგენდა პასუხს სულ უფრო მზარდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებზე, რაც დამახასითებელი იყო საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჟენევის 1949 წლის კონვენციები და ორი დამატებითი ოქმი, სულ ხუთ ასეულზე მეტი რაოდენობის მუხლი, დღესაც ძალაშია და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუძემდებელ დოკუმენტებს. ჰუმანიტარულ სამართალს საფუძვლად უდევს გარკვეული პრინციპები: ადამიანებმა, რომლებიც არ არიან ჩართულნი რაიმე საბრძოლო მოქმედებაში, უნდა მიიღონ ჰუმანური მოპყრობა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე; ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლების მიმართ ქცევა უნდა იყოს ჰუმანური, დაუშვებელია მათი წამება ან ძალადობა მათ მიმართ; მათი საქმის სასამართლოში განხილვისას სასამართლომ ჩვეულებრივი საპროცესო ნორმები უნდა გამოიყენოს; საბრძოლო მოქმედებათა დროს დაუშვებელია მოწინააღმდეგისთვის ზედმეტი ზიანის მიყენება; მშვიდობიანი მოსახლეობა არ უნდა იყოს სამხედრო თავდასხმის ობიექტი. ჟენევის კონვენციებში მოცემული უფლებების გარანტირების მიზნით, მათი ხელმომწერი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ ძირითადი პრინციპების სწავლება მათი შეიარაღებული ძალების ყველა წევრისათვის. პირი, რომელიც არ შეასრულებს თავის მოვალეობებს, გასამართლდება სისხლის სამართლის წესით და შეიძლება სხვა სახლემწიფოსაც გადაეცეს. ტრიბუნალები, რომლებიც დაფუძნებულ იქნა რუანდასა და ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე საბრძოლო მოქედებაში მონაწილე სამხედრო დანმაშავეთა საქმეთა განსახილველად, იყენებენ ჟენევის კონვენციების მრავალ მუხლს.
Source: სმიტი რონა კ.მ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმძღვ./რონა კ.მ. სმიტი; [მთარგმნ.: მანანა კობიაშვილი; რედ.: გიორგი ჯოხაძე; სახალხო დამცველის აპარატი] - მე-2 გამოც. - [თბ.]: ოქსფორდის უნ-ტის გამ-ბა, [2006]: „სეზანი“ - 519გვ.; 23სმ. - (სახალხო დამცველის ბ-კა) - ანბ. საძ.: გვ. 504-505 - ბიბლიოგრ.: გვ. 506-519. - ISBN 99940-58-71-1: [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "ჟენევის კონვენცია" в других словарях:

  • ჟენევის 1949 წლის კონვენციები — ჟენევის ოთხივე კონვენცია აწესებს ჰუმანიტარულ ნორმებს ომის ან სხვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს ავადმყოფებისა და დაჭრილების, საომარ მოქმედებებში მძევლად აყვანილი და დაპყრობილ ტერიტორიაზე მცხოვრები სამოქალაქო პირების მიმართ. აღნიშნული… …   Georgian encyclopedia

  • ჟენევის დიპლომატიური კონფერენცია — 1949 წელს მიღებულ იქნა ოთხი კონვენცია, მათ შორის ,,კონვენცია ომის დროს სამოქალაქო პირთა დაცვის შესახებ.” [...] IV კონვენციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მტრის ხელში მყოფი პირების დაცვას. ისინი შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: სამოქალაქო პირები …   Georgian encyclopedia

  • ლტოლვილთა უფლებები და 1951 წლის კონვენცია — ლტოლვილი ადამიანი გაერო ს უმთავრესი საზრუნავი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მისთვის იყო განკუთვნილი 1951 წელს მიღებული კონვენცია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც დღესაც ძირითადი დოკუმენტია ლტოლვილის სტატუსის, მისი დაცვისა და… …   Georgian encyclopedia

  • ჰუმანიტარული სამართალი — 1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის… …   Georgian encyclopedia

  • რელიგიის თავისუფლება თურქეთში — თურქეთი, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, შეუერთდა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ყოველგვარი ფორმის შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ დეკლარაციას. ამასთანავე, თურქეთი შეუერთდა… …   Georgian encyclopedia

  • გამოხატვის თავისუფლება — • დათმობილი აქვს კონვენციის მე 10 მუხლი და მისი აღიარება და დაცვა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისა და თითოეული ადამიანის განვითარებისათვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს… …   Georgian encyclopedia

  • ომის წარმოების სამართალი — ომის წარმოების სამართლის პირველი კოდიფიკაცია გვხვდება ჰუგო გროციუსის ნაშრომში „De jure belli ac pacis“ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, თუმცა პირველი სამართლებრივი დოკუმენტი (1863 წლის „ლიბერის კოდექსი“) გამოიყენებოდა კავშირის კომბატანტების მიმართ… …   Georgian encyclopedia

  • სამხედრო დანაშაული — 1949 წლის ჟენევის კონვენციის მძიმე დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტისას იმ ადამიანებისა თუ საკუთრების მიმართ, რომლებსაც იცავს კონვენცია, ან ომის კანონების სხვაგვარი დარღვევა. Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»